1-05-2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 566 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
მათ შორის 184 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 გარდაიცვალა.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 5243 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 550 ადამიანი რჩება.