გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, აგვისტო 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვოლსკი: საქართველოში ოპოზიცია აღარ არსებობს, არსებობს სააკაშვილის დესტრუქციული კლასტერი

1-05-2020


პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის განცხადებით, საქართველოში არა ოპოზიცია, არამედ სააკაშვილის დესტრუქციული კლასტერი არსებობს.


„სამწუხაროდ საქართველოში ოპოზიცია აღარ არსებობს, არსებობს სააკაშვილის დესტრუქციული კლასტერი, რომელიც ცდილობს, რომ როგორმე, რაც შეიძლება მეტი ზარალი მიაყენოს საქართველოს.

რაც შეეხება დასავლურ მედიაში გამოქვეყნებულს, ფაქტები რომ არ გვქონდეს სახეზე, მაშინ შეიძლებოდა შეკითხვის დასმა. არა მარტო დასავლური მედია, არამედ მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ გვაქვს გარკვეული წარმატებები და ფაქტია ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილი მნიშვნელოვნად ეხმარება საქართველოს ბიუჯეტს, საქართველოს მოსახლეობას და არა მარტო ამ შემთხვევაში, როცა ვირუსს ვებრძვით. ზოგადად ორიენტირები საკმაოდ გამოკვეთილია და პოზიტიური შედეგიც თვალსაჩინოა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031