გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
გერმანიიდან საქართველოს 52 მოქალაქე გამოაძევეს

21-03-2018

ვიზალიბერალიზაციის ნორმების დარღვევის გამო, გერმანიიდან საქართველოს 52-ი მოქალაქე გამოაძევეს.


სპეციალური რეისით, თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე დაეშვა.


არალეგალი მიგრანტების უმეტესობა კომენტარს არ აკეთებდს. არ არის გამორიცხული დეპორტაციის მორიგი ტალღა აპრილში განხორციელდეს.


15 მარტს უვიზო რეჟიმის დარღვევის გამო, ავსტრიიდან საქართველოს რამდენიმე მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა.


თებერვლის მონაცემებით, რეადმისიის საშუალებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 2 000-ზე მეტი მოქალაქე დააბრუნეს.


საქართველოსა და ევროკავშირს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება 2011 წლის 1 მარტს ამოქმედდა. შეთანხმების საფუძველზე, ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში აბრუნებენ. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მოქალაქეთა საქართველოში დაბრუნებას შეთანხმებით დადგენილი პირობების საფუძველზე.




imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031