გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენი მთავარი მიზანია, ევროდირექტივების შესაბამისად ენერგოეფექტურობის შესახებ კანონისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება

22-03-2018

“ჩვენი მთავარი მიზანია, ევროდირექტივების შესაბამისად ენერგოეფექტურობის შესახებ კანონისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება,” - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორის ხელმძღვანელის მოადგილესთან, კატარინა მატერნოვასთან შეხვედრისას განაცხადა.


შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში გაიმართა და მას ასევე დაესწრნენ საქართველოში წარმოდგენილი დონორი ორგანიზაციების - EU, KfW, EBRD, EIB, AFD, IFC - წარმომადგენლები, აგრეთვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩიქოვანი და რომეო მიქაუტაძე.


პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ენერგოეფექტურობის განვითარება საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. აღინიშნა, რომ ენერგოეფექტურობის შესახებკანონის ამოქმედება ხელს შეუწყობს ეროვნული ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის მიღების პროცესს. ყურადღება გამახვილდა ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარებაზე სამშენებლო სექტორში, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივ შენობებში. ასევე, ხაზი გაესვა განახლებადი ენერგიების წყაროების, მაგალითად მზის სისტემების გამოყენებას შინამეურნეობებში.


დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა როგორც ევროკავშირს, ასევე სხვა დონორ ორგანიზაციებს (EU, KfW, EBRD, EIB, AFD, IFC) საქართველოს ენერგოეფექტურობის პოლიტიკისა და საპილოტე პროექტების მხარდაჭერისთვის.


პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა სხვა კანონპროექტებზე, რომელთა მიღებასაც საქართველოს მხარე აპირებს ახლო მომავალში.


„ჩვენი მიზანია, შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის მიღება. კანონპროექტიEU4ENERGY-ის ფარგლებში, ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნოს მხარდაჭერით მომზადდა. პროექტის განხილვას ჩვენ მიმდინარე წელს, პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე ვგეგმავთ“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მან ასევე გაამახვილა ყურადღება კანონპროექტზე „საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და მარკირების შესახებ“.


თავის მხრივ, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორის ხელმძღვანელის მოადგილე, კატარინა მატერნოვამ განაცხადა, ევროკომისია და დონორები ორგანიზაციები მზადარიან დაეხმარონ საქართველოს ენერგოეფექტური პროექტების განხორციელების მიზნით გრანტითა და დაბალპროცენტიანი ფინანსური რესურსით.


შეხვედრის დასასრულს, პირველმა ვიცე-პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით, ასევე ტექნიკური დახმარებისა და შესაძლებლობების განვითარების უზრუნველყოფით, რაც საქართველოს ენერგოეფექტურობის მიმართულებით აღებული ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას მისცემს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031