გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ავიაკომპანია Wizz air რიგადან ქუთაისის მიმართულებით 25 მარტს პირველ რეისს შეასრულებს

22-03-2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ უნგრულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz air-ს შორის თანამშრომლობის შედეგად, 2018 წელს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით რამდენიმე მიმართულება ემატება.


წელს, პირველი ახალი რეისი ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში რიგადან 25 მარტს 11:05 საათზე შესრულდება.


შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის ქეთი ალექსიძის განცხადებით, ახალი მიმართულებების დამატებაზე კომპანია Wizz air-თან კონსულტაციები მუდმივად მიმდინარეობს.


,,მოხარულები ვართ, რომ უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz air-მა 2018 წელსქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 7 ახალი მიმართულება დაამატა. პირველი რეისი ქუთაისში რიგადან სრულდება.რაც მთავარია, მაისიდან უკვე ქუთაისისაეროპორტში Wizz Air-ის მეორებაზირებული საჰაეროხომალდი განთავსდება, რომელიც ევროპის ქვეყნების მიმართულებით რეგულარურ რეისებს კვირაში რამდენჯერმე შეასრულებს,-‘’განაცხადა ქეთი ალექსიძემ.


31 მარტს ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ვროცლავიდან პირველი რეგულარული რეისი შესრულდება. ხოლო 17 მაისიდან ათენში, პარიზში, რომში, ბარსელონასა და პრაღაში Wizz Air-ის მეორე ბაზირებული ხომალდით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული რეისები დაინიშნება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930