გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
ლევან ბერძენიშვილი: სააკაშვილი არც მაშინ მყვარებია, როცა თანამებრძოლები ვიყავით

2-05-2020

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ის ედუარდ შევარდნაძეს მიხეილ სააკაშვილთან ერთად ებრძოდა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი არასდროს ყვარებია.


ეს განცხადება ლევან ბერძენიშვილმა გაზეთ "ვერსიასთან" ინტერვიუში გააკეთა, რომელიც 2014 წელს გამოქვეყნდა.


ინტერვიუში ლევან ბერძენიშვილი არ უარყოფს აგრეთვე იმას, რომ სააკაშვილი დასავლეთის რიგ ქვეყნებში პოპულარული პოლიტიკური ფიგურაა.
"სააკაშვილმა მოახერხა, მსოფლიოსთვის თავი დემოკრატად და რუსეთთან მებრძოლ ლიდერად გაეცნო. მან ამ მიმართულებით კარგი პიარი ააგორა. როცა პოლონეთში, ჩეხეთში და შვედეთში ჩავდივართ, ადგილობრივი პოლიტიკოსები გვიყვებიან, რამდენად კარგი კაცია სააკაშვილი...


საქართველო მიყვარს, სააკაშვილი კი მაშინაც არ მყვარებია, როცა თანამებრძოლები ვიყავით. მისი სიყვარული რთულია, რადგან ის ფეხზე მაშინაც კი არ დგებოდა, როცა ოთახში მოხუცი ადამიანი შემოდიოდა. სააკაშვილი თავიდანვე ასეთი იყო და სასიყვარულო ერთი თვისებაც არ ჰქონდა, უბრალოდ, მასთან ერთად შევარდნაძის წინააღმდეგ ვიბრძოდი"-განაცხადა ლევენ ბერძენიშვილმა.


როგორც აღვნიშნეთ, ლევან ბერძენიშვილმა ეს განცხადება მაშინ გააკეთა, როდესაც ის "ქართული ოცნების" სიით საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენდა.
ცოტა ხნის წინ კი, ლევან ბერძენიშვილმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მან სააკაშვილს ყველაფერი აპატია, რადგან ექსპრეზიდენტი მასთან პირადად მივიდა და ბოდიში მოუხადა.


ცნობისთვის: 2007 წელს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ლევან ბერძენიშვილი რუსულ კონტრდაზვერვასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.


P.S. რუბრიკა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge-ს საარქივო მასალებზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930