გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საერთაშორისო ფრენების აღდგენა ამ ეტაპზე არ იგეგმება

2-05-2020

თამამად შემიძლია ვთქვა და ამაზე პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა, რომ საერთაშორისო ფრენების აღდგენას ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ, იმ რისკებიდან გამომდინარე, რომელიც ფრენების აღდგენას ახლავს თან, თუმცა, მიმდინარეობს მსჯელობა შიდა ფრენების აღდგენაზე, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება ოთხი დიდი ქალაქის - თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის გახსნას, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, ამ თემაზე მსჯელობა მომავალ კვირას იგეგმება, თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე.

„რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის ფრენების მნიშვნელობა ზოგადად და მათ შორის ტურიზმისთვის. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს ტურიზმის აღდგენის გეგმაზე და მეტ დეტალს მომავალ კვირას საზოგადოებას წარვუდგენთ. რაც შეეხება ოთხი დიდი ქალაქის გახსნას, ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ეს საქალაქთაშორისო გადაადგილებას არ ეხება, მაგრამ ის ინციდენტი, რასაც ბოლნისში გუშინ ჰქონდა ადგილი, ანუ დაუმორჩილებლობის ფაქტები და რეკომენდაციების შეუსრულებლობა, ჩვენ მნიშვნელოვნად გვიცვლის სურათს.

ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეები დადგენილ წესებს და რეკომენდაციებს დაემორჩილონ“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930