გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: თუ სააკაშვილი თანამდებობაზე დაინიშნება, მოვიქცევით ისე, როგორც მოიქცევა ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფო

2-05-2020

„ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის საკითხი რადაში არ განხილულა, ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით. ჩვენი რეაქცია იყო ბუნებრივი. ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფო და ნებისმიერი თავმოყვარე ხელისუფლება ასევე, თავმოყვარე ქვეყნისა, როგორც მოიქცეოდა ისე მოვიქეცით ჩვენც. სხვა გზაც არ არის, სულ რომ არ გინდოდეს ამის გაკეთება ასე უნდა მოიქცე. ლაპარაკია ძებნილზე, რომელსაც სასამართლოს სამივე ინსტანციის განაჩენით დადასტურებული აქვს, ძალიან მძიმე დანაშაული" - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, ამას თავისი მორალური მხარეც აქვს.

"ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ის პერიოდი, როდესაც ტელეფონები გაჰქონდათ მეორე ოთახში პოლიტიკაზე, ბიზნესზე და მსგავს საკითხებზე საუბრისას. საუბარი არ არის ერთეულ შემთხვევებზე არამედ, ლაპარაკია იმაზე თუ რაში მდგომარეობდა სისტემური დანაშაულები. ამის ერთ-ერთი ბოლო შედეგი, როდესაც მორალურ მხარეზე ვსაუბრობთ იყო ის, რომ ტელეფონები გაჰქონდათ ადამიანებს, ოჯახის წევრებს, რომ მათთვის ვინმეს არ მოესმინა და შემდეგ უბედურება არ დატრიალებულიყო. ამ სისტემის სათავეში იდგა მიხეილ სააკაშვილი. შენი ქვეყანა თუ გიყვარს უნდა უზრუნველყო, რომ მესიჯიც და პოზიციაც ასეთი იყოს - რომ ვერასოდეს ვერავინ გაიფიქროს მსგავსი რამის გაკეთება ამ ქვეყანაში. იმ ადამიანებსაც კი, ვინც დღეს გაკვირვებას გამოთქვამენ და მიხეილ სააკაშვილს მხარს უჭერენ, მისი პარტიის ლიდერებიც ასე იქცეოდნენ, მათაც კი ეშინოდათ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930