გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის სამი თანამშრომელი ამხილა

25-12-2017

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ- სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის სამი თანამშრომელი ამხილეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, გამოავლინეს სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი, რაზეც კანონის შესაბამისად, მეწარმის მიმართ უნდა გაფორმებულიყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი 10 000 ლარით დაჯარიმების თაობაზე. ამის მაგივრად, ბრალდებულებმა ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება და მეწარმე სუბიექტისათვის გამორჩენის მიღების მიზნით, გამოვლენილ კანონდარღვევის ფაქტზე კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი რეაგირება არ განახორციელეს. აღნიშნული ქმედებით კი, სახელმწიფო ბიუჯეტს ზიანი მიადგა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3 წლამდე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930