გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გერმანული მედია ბიძინა ივანიშვილზე: ლიდერობს ქართველი - ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოყოფილი თანხა , ყველაზე დიდია მთელი მსოფლიოს მასშტაბით

4-05-2020

ლიდერობს ქართველი - ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოყოფილი თანხა, ყველაზე დიდია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, - ამის შესახებ გერმანული გამოცემა ,,FAIReconomics” წერს და სტატიას სახელწოდებით ,, კოვიდ-19 - ქართველი ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი თანხა გადარიცხა კორონა პანდემიასთან ბრძოლაში" აქვეყნებს.



სტატიის თანახმად, მსოფლიოში გამოჩნდა რამდენიმე მილიარდერი, ვინც ჩაერთო კოვიდ-19-თან ბრძოლაში და ამ მხრივ ლიდერობს ქართველი, რომლის სახელი შედარებით უცნობია დანარჩენი მსოფლიოსათვის - ბიძინა ივანიშვილი დღეს ყველაზე დიდი თანხის შემომწირველია, თუ თანხას ერთ სულ მოსახლეზე გადავითვლით.



,,კოვიდ-19 პანდემიის შედეგად ბევრი კრიტიკოსი აღნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოებს არასწორი იზოლაციონიზმის პოლიტიკა აქვთ და დამოუკიდებლად ცდილობენ პრობლემასთან გამკლავებას, ასევე იმას, რომ მთავრობებმა აკრძალეს, გასაჭირში მყოფი სხვა ქვეყნებისათვის სამედიცინო მასალების გადაცემა. განსაკუთრებით კი ევროკავშირს არ აქვს ამ თვალსაზრისით სახარბიელოდ საქმე. ერთის მხრივ, სახეზეა იზოლაციონიზმი და სიტუაციის დამოუკიდებლად მართვა, მეორეს მხრივ კი დიდი მზადყოფნა, დაეხმარონ სხვა ქვეყნებს. ჩვეული სამეზობლო დახმარების პარალელურად, მსოფლიოში გამოჩნდა რამდენიმე მილიარდერი, ვინც ჩაერთო კოვიდ-19-თან ბრძოლაში და მთელს მსოფლიოში სხვადასხვა მხარდამჭერი პროექტი დააფინანსა. ლიდერობს ქართველი. ბევრი ექვსი და შვიდციფრიანი დახმარების თანხა იქნა გამოყოფილი, რომელიც მრავალმა ცნობილმა ფილანტროპმა გაიღო, თუმცა ერთი ადამიანი განსაკუთრებით გამორჩეულია მათი რიცხვიდან; პირველ რიგში კი იმიტომ, რომ მისი სახელი შედარებით უცნობია დანარჩენი მსოფლიოსათვის. ის არის დღეს ყველაზე დიდი თანხის შემომწირველი, თუ თანხას გადავითვლით ერთ სულ მოსახლეზე. ბიძინა ივანიშვილი ქართველი ბიზნესმენია, რომელიც 2012-დან 2013 წლამდე ამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი იყო. ის მოექცა ახალი ცხრილის სათავეში, ვინაიდან მის მიერ გამოყოფილი თანხა ქვეყნის ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ყველაზე დიდია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 64 წლის მეწარმის ქონება 4,5 მილიარდ ევროს შეადგენს, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მესამედს შეადგენს. მან ვირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხა 30 მილიონი აშშ დოლარი, რაც მისი ქვეყნის 3,9 მილიონიან მოსახლეობაზე გადაანგარიშებით, ერთ კაცზე გამოყოფილ 7,51 დოლარს შეადგენს. შესაძლოა, რომ ამ ადამიანის წარმომავლობამ თავისი როლი ითამაშა — ის თავად არის ფაბრიკანტის შვილი და შესაძლოა, ამიტომ მოუნდა ახლა თანხის გაღებაც. მისი შვილი, ბერა საქართველოში ცნობილი რეპერია. ამ ე.წ. სელფ-მეიდ ადამიანმა ქონება დააგროვა, როდესაც რუსეთში პრივატიზაციის დრო იყო და ის თავდაპირველად ყიდულობდა საწარმოებს, შემდეგ კი დიდი მოგებით ასხვისებდა მათ",- წერს გერმანული გამოცემა.

გიორგი გახარია, საქართველოს ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი,FAIReconomics-თან საუბარში აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის მრავალი ათწლეულის განმავლობაში უჭერს მხარს საქართველოს სახელმწიფოსა და სახელმწიფო ინსტიტუციებს თავისი ქველმოქმედებით.

"გარდა ამისა, მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული კულტურული იდენტობის დაცვის საქმეში. რა თქმა უნდა, არც კოვიდ-19 პანდემიასთან ბრძოლა არაა გამონაკლისი. საერთო საფრთხის წინაშე ბიძინა ივანიშვილმა კვლავ, კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი მხარდაჭერა მის თანამოქალაქეებს, ქართველ ხალხს", - აცხადებს გიორგი გახარია.



,,სიის მეორე ადგილზე, როგორც ამას აჩვენებს მოსახლეობის აღწერის მონაცემები აშშ ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის სტატისტიკური მონაცემები და ჟურნალ ფორბსის მიერ ჩატარებული კვლევა შემოწირულობების შესახებ, დგას ავსტრალიელი ბიზნესმენი ენდრიუ ფორესტი, ზედმეტსახელით "ტვიგი", რომელმაც 25,5 მილიონი აშშ დოლარი გამოყო — ანუ 3,9 აშშ დოლარი ერთ სულ მოსახლეზე, მესამე ადგილზე კი არის კომპანია ტვიტერის დამფუძნებელი ჯეკ დორსი. დორსის 1-მილიარდიანი შემოწირულობა შეესაბამება 3,01 აშშ დოლარს ერთ სულ მოსახლეზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. მაიკროსოფტის დამფუძნებელი ბილ გეიტსი და მისი მეუღლე მელინდა, რომლებმაც ერთობლივად 255 მილიონი აშშ დოლარი გამოყვეს, მოხვდნენ სიის მეცხრე ადგილზე. მათ მოსდევენ კომპანია ამაზონის (Amazon) ხელმძღვანელი ჯეკ ბეზოსი და კომპანია დელის (Dell Inc) მფლობელი მაიკლ დელი — თითოეულმა მათგანმა 100 მილიონი აშშ დოლარი გამოყვეს ვირუსთან საბრძოლველად. ბრიტანელთაგან მხოლოდ ორი ადამიანი მოხვდა სიაში: კომპანია ბეთ365 (Bet365) დამფუძნებელი დენიზ კოუტსი 12,6 მილიონი აშშ დოლარით და ვესტმინსტერის ჰერცოგი[1] 15 მილიონი გირვანქა სტერლინგით. სულ სიაში მოხვედრილი ქალებიდან დანარჩენი ორი არიან ლინ შუსტერმანი და მისი ქალიშვილი სტეისი, რომლებიც როტშილდების დინასტიის შთამომავლები არიან და დღეს ფლობენ ოკლაჰომას შტატში არსებულ ნავთობისა  და გაზის კორპორაციას Samson Energy”,- წერს გერმანული გამოცემა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930