გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სიახლეები მიმდინარე წელს

22-03-2018

შეფასებისა  და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები  რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებენ.შეფასებისა  და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები  რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებენ.შეხვედრები ამჯერად ხაშურში, ბათუმსა და ზესტაფონში  გაიმართება. შეხვედრებზე ცენტრის წარმომადგენლები რეგისტრაციისა და 2018 წლის გამოცდების სიახლეებზე ისაუბრებენ, აგრეთვე აბიტურიენტთა კითხვებს  უპასუხებენ.  ერთიანი ეროვნული გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებელთა საგნის გამოცდისათვის რეგისტრაცია  5 მარტს  დაიწყო და 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება. აპლიკანტები რეგისტრაციას ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.gov.ge და online.naec.ge) გადიან. აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპიანი იქნება. აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა პირველ, ძირითად ეტაპზე შეეძლებათ. 30 მარტის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, მაგრამ 15 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის საშუალება მას აპელაციის შედეგების გამოქვეყნებამდე ექნება.


ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სიახლეები  2018: 


• აბიტურიენტებს პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გაცნობა სპეციალური სისტემის მეშვეობით შეუძლიათ - რეგისტრაციის დაწყებიდან ამოქმედდა გვერდი, სადაც განთავსდება ყოველდღიურად განახლებული ინფორმაცია კონკრეტულ პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ. 


• არჩევით საგნებში გამოცდა მხოლოდ ქართულ ენაზე ჩატარდება. • ზოგადი უნარების ტესტში ანალოგიები არა დამოუკიდებელი ბლოკის სახით, არამედ წაკითხული ტექსტის გააზრების დავალებების ბლოკთან ერთად იქნება წარმოდგენილი, რაც აბიტურიენტებს უნარების უკეთ გამოვლენის შესაძლებლობას მისცემს.


• ცენტრი თითოეულ აბიტურიენტს უზრუნველყოფს შესაბამისი გელიანი (ტუშის) კალმისტრით, თუმცა აბიტურიენტს, სურვილის შემთხვევაში, გამოცდაზე საკუთარი გელიანი (ე. წ. ტუშის) კალმის შეტანა შეეძლება (0,5მმ-დან 0,7მმ-მდე ბურთულიანი წვერით).

ყოველ ხუთშაბათს ვიდეორუბრიკა „ზოგადი უნარები სოფო დოლიძესთან ერთად“ აბიტურიენტებს ტესტურ დავალებებზე მუშაობასთან დაკავშირებულ რჩევებსა და რეკომენდაციებს აწვდის. 


პროექტის ფარგლებში ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი სხვადასხვა ტიპის დავალებებს განიხილავს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა რუბრიკა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად მოამზადა.


#სანდოთანამგზავრი ცენტრის ახალი პროექტია და აბიტურიენტებისა და უფროსკლასელების მხარდაჭერას ითვალისწინებს. 

#სანდოთანამგზავრის ფარგლებში  ცენტრი აბიტურიენტებს  ასევე სთავაზობს:


• ზოგადი უნარების იმიტირებულ გამოცდაში მონაწილეობას სრულიად უფასოდ. 


• გამოსაშვები გამოცდების რეპეტიციის გავლას ონლაინ ნებისმიერი, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერიდან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031