გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურჯაანის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი 14 000-ზე მეტმა მოქალაქემ უკვე გაიარა

5-05-2020

COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის თერმოსკრინინგი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. თერმოსკრინინგი ამ ეტაპისთვის 14 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა და საეჭვო სიმპტომები არცერთ მათგანს დაუფიქსირდა.

პირველ ეტაპზე, თერმოსკრინინგი მაღაზიებთან, აფთიაქებთან და ბანკებთან რიგში მყოფ ადამიანებს ჩაუტარდა. მეორე ეტაპზე კი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სახლებში ვიზიტი ხორციელდება, სადაც თითოეულ მოქალაქეს უტარდება თერმოსკრინინგი.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგს გურჯაანის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და საკრებულოს დეპუტატები, გურჯაანის მერიის სხვა თანამშრომლებთან და ა(ა)იპებთან ერთად ახორციელებენ.
"თითქმის ერთი კვირაა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დავიწყეთ. აქამდე საეჭვო სიმპტომები არავის გამოვლენია, ვიმედოვნებთ რომ ასე გაგრძელდება. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი მერიის ყველა თანამშრომელს, რომელიც თერმოსკრინინგის პროცესში იღებს მონაწილეობას.
კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო გურჯაანელებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი გარეთ გასვლისგან. გავურფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს! " - განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.
თერმოსკრინინგის პროცესს მონიტორინგს უწევს გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031