გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ბავშვს ტანსაცმელი დაუპატარავდა“ – ცნობილი დედების კარანტინული პრობლემები და ახალი გამოწვევები

5-05-2020

კარანტინში ყოფნა ყველაზე მეტად პატარებს უჭირთ.

 

„პრაიმტაიმი“ ცნობილ ქართველ დედებს დაუკავშირდა და შეეცადა, მათთან გაერკვია, როგორ ახერხებენ ისინი თავიანთი მცირეწლოვნებისთვის იზოლაციაში ყოფნა საინტერესო გახადონ.

 

სალომე ბაკურაძე 4 წლის ვაჟის, ალესანდრო ბასლანძის დედაა. ისევე, როგორც ყველა ბავშვი, პატარა ალესანდროც აქტიური ბავშვია და სახლში გაჩერება უჭირს, თუმცა მშობლები ახერხებენ მისთვის კარანტინში ყოფნა საინტერესო გახადონ.

 

ალესანდრო ბასლანძე დღეს იუბილარია, დაბადების დღის აღნიშვნა მას მეგობრების გარეშე, ოჯახის წევრების გარემოცვაში მოუწევს.

 

– ძალიან შეგნებული ბავშვი აღმოჩნდა სანტი. როცა პანდემია გამოცხადდა, ბავშვს ავუხსენი, დედა ვერც მანქანით გავალთ ქუჩაში და ვერც ფეხით-მეთქი, ასე რომ აივანზე და ოთახში ერთობა.

 

მე და ჩემს მეუღლეს კი გვიჭირს, მაგრამ მაინც ვახერხებთ კარგად გავართოთ.

 

სულ ჩვენზეა მოკედლებული, ტელევიზორს თუ უყურებს, მოითხოვს გვერდიდან აუხსნა რა ხდება სიუჟეტში.

 

გამიმართლა, შენახული მქონდა მისი სათამაშოების დიდი ნაწილი და კარანტინის პერიოდში როგორც ახალი ისე მივაწოდე.

 

გაგიჟდა, ჰგონია ახალი სათამაშოებია და უხარია. კარანტინში მყოფი სანტი ხატავს, ასევე, ისწავლა ციფრების გარჩევა.

 

ხანდახან ბებიასთან მიგვყავს დიღომში, თუ ეზოში ბავშვების დიდი ჟრიამული არ არის სანტიც ჩამყავს. ერთკვირიანი ჩაკეტილობის შემდეგ დიღომში წავიყვანე და გაეხარდა.

 

ახლა გაიგო, რომ გზები გაიხსნა და გაუხარდა, ე.ი. აკაც ჩამოვაო. აკა მისი მეგობარია, რომელიც სოფო გელოვანის შვილია.

 

ბაღი ენატრება, ადრე მეკითხებოდა როდის წავალთ ბაღშიო, მაგრამ ახლა ხვდება რომ ჯერჯერობით ეს შეუძლებელია. ამასწინათ ბიძამისმა მოაკითხა, დაუძახა ეზოში თუ ჩამოხვალო და უპასუხა ვირუსებია და ვერ ჩამოვალო.

 

ყველაზე მეტად რაც მიჭირს, არის ის რომ, ტანსაცმელი დაუპატარავდა, რადგან მაღაზიები დაკეტილია, ბავშვი ფაქტიურად ტანსაცმლის გარეშე დამრჩა.

 

მსახიობი ია სუხიტაშვილი ორი ვაჟის დედაა, ია ყოველთვის გამოირჩეოდა კარგი დედობით და შვილებისადმი ყურადღებით, თუმცა კარანტინში მყოფი, უფრო მეტად ცდილობს ბავშვების ყველა აქტივობაში თავადაც ჩაერთოს.

 

– უფროსს ბავშვს რაც შეეხება ონლაინ გაკვეთილები აქვს და ერთად ვმეცადინეობთ.

 

მე თვითონაც წამადგა მისი ინგლისურის გაკვეთილები, რადგან ბევრი დავიწყებული სიტყვა გავიხსენე. ვიბარებ გაკვეთილებს და სწავლითაც ვერთობით.

 

რაც შეეხება პატარას, ისეთი მოუსვენარი და მხიარულია, მე მაგრად ვერთობი მასთან ერთად. ვთამაშობთ კუბიკებით, მანქანებით და ა.შ. ასე გაგვყავს დღეები.

 

ჩემი უფროსი ვაჟი ლუკა, აქამდე სულ წუწუნებდა 12 თვიდან 10 თვე სულ სწავლა გვაქვსო, მაგრამ კარანტინში აღმოაჩინა, რომ სკოლა, სწავლა და მისი მეგობრები ძალიან უყვარს.

 

ერთი სული აქვს როდის დაუბრუნდება მათ.

 

რაც შეეხება ჩემს გრაფიკს, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე დილით როცა გავდიოდი სახლიდან, არ ვიცოდი როდის დავბრუნდებოდი. ახლა კი მთელ თავისუფალ დროს ოჯახის წევრებს ვუთმობ.

 

ვუყურებ დედა როგორ ამზადებს კერძებს და მეც ვცდილობ მოვამზადო. ჩემს ოჯახში ცომეული უყვართ ძალიან, ხშირად კეთდება ხინკალი და ხაჭაპური. ხინკლის მოხვევა ჯერ ვერ ვისწავლე, სამაგიეროდ კარგ ღვეზელებს ვაცხობ.

 

ტელეწამყვანი ნინუცა ორჯონიკიძე 8 წლის შვილთან ერთად ახლა უფრო მეტ დროს ატარებს.

 

ცდილობს პატარასთვის ეს პერიოდი ნაყოფიერი გახადოს და ამავე დროს მისთვის მომაბეზრებელიც არ იყოს სახლში ყოფნა.

 

– კორონავირუსის პანდემიის გამო სულ უფრო დიდ დროს ვატარებ ჩემს შვილთან და ვცდილობ ეს პერიოდი მისთვის საინტერესო გავხადო.

 

ძირითადად ვმეცადინეობთ, ეს პროცესი დამღლელი რომ არ აღმოჩნდეს მისთვის, ერთი საათი ვმეცადინეობთ, ერთი საათი ვისვენებთ.

 

 

ასევე გამყავს ეზოში, სადაც ველოსიპედით ან „სამაკატკით“  სეირნობს ჩემთან ერთად. პარკებში არ დამყავს, რადგან ჯერ მაინც ვერიდებით სხვა ბავშვებთან ურთიერთობას და სრულად იზლორებულია.

 

ჟურნალისტი ანი გიუნტერი ორი შვილის დედაა. კარანტინში მყოფი გიუნტერის რეჟიმი დატვირთული აღმოჩნდა. ის ცდილობს, ამ პერიოდში პატარები სწორი კვების რეჟიმსაც მიაჩვიოს.

 

– კარანტინის გამოცხადების შემდეგ, უფრო დიდ დროს ვატარებ ჩემს შვილებთან, დამიბრუნდა ჩემი ოჯახის ტრადიცია, როდესაც ყველა ერთად ვსაუზმობდით, ვსადილობდით და ერთად ვისხედით სუფრასთან.

 

ვცდილობ ეს პერიოდი ნაყოფიერად გამოვიყენო და ბავშვები შევაჩვიო სწორ კვებასაც. ჩიფსები დიდი ხნის წინ, ამოვიღეთ რაციონიდან და ამას ჯანსაღი პროდუქტებით ვანაცვლებთ.

 

დღის მანძილზე ისინი მეცადინეობენ, მე კი დღეში ოთხჯერ მიწევს კერძების მომზადება, ასევე მნიშვნელოვანია წახემსება, შესაძლოა ბავშვმა არ მიირთვას სტაფილო, მაგრამ თუ გამოსაჩენ ადგილზე დავდებთ, როდესაც გაივლის და გამოივლის აუცილებლად მიირთმევს მას.

 

ჩემი ქალიშვილი მაშო, არ მიირთმევს ხორცს, ქვეცნობიერად აქვს, რომ ცხოველური ცხიმები არ უნდა მიიღოს.

 

ხორცი მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, ამიტომ მოვიფიქრე საინტერესო ფორმით მივაწოდო მას ეს საკვები. ვამზადებ ე.წ. ზღარბებს.

 

ფარშის გულში ვდებ კვერცხს, შემდეგ ვაფორმებ მაკარონებით და 25 წუთი სჭირდება ღუმელში მის გამოცხობას.

 

მაშომ და ლაზარემ უარი თქვეს ფანტაზე და კოკაკოლაზე, მაშომ ჯინჯრერიანი და ლიმნიანი წყლით ჩაანაცვლა გაზიანი სასმელები. ასევე, ცდილობენ ივარჯიშონ ჩემთან ერთად და მსუბუქ დავალებებს სიამოვნებით ასრულებენ.

პრაიმტაიმი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031