22-03-2018
თბილისი სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, სოფელ შავშეთთან მომხდარი ავარიის შედეგად ფოთის "კოლხეთის" 6 ფეხბურთელი დაშავდა, დაქირავებული ავტომობილის მძღოლი კი ადგილზე გარდაიცვალა.
დაშავებულებიდან სამი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, ერთი სახლში უკვე გაწერეს, მეორე გადაუდებელი დახმარების განყოფილებაშია მოთავსებული, მესამეს კი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
" ერთი მათგანი დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გაეწერა ბინაზე, მეორე ამ დრომდე გადაუდებელი დახმარების განყოფილებაშია მოთავსებული და მუცლის ღრუში რაიმე ტრამვის გამორიცხვის მიზნით, ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ხოლო მესამეს, რომელსაც აღენიშნებოდა მარჯვენა იდაყვის მორჩის მოტეხილობა ცდომით, ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა"-განაცხადა ექიმმა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.