6-05-2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 610 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
მათ შორის 269 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 გარდაიცვალა.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 5083 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 505 ადამიანი რჩება.