გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ივანე მაჭავარიანი: საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ პროგნოზს აკეთებენ

6-05-2020

“საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ეკონომიკური ზრდის საკმაოდ პოზიტიურ პროგნოზს აკეთებენ,” - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკა ბოლო წლებში სტაბილურად, მაღალ ეკონომიკურ ზრდას აჩვენებდა.

„ბოლო წლებში საშუალო წლიური 5%-მდე ზრდა, არ არის პატარა მაჩვენებელი. აქედან, ბოლო 2-3 წელი გვქონდა 5%-ზე ზემოთ. გასულ წელს, ხშირად მესმოდა, რომ 5% არ არის საკმარისი და რომ ჩვენს ქვეყანას მეტი სჭირდება. ახლა, ამ კრიზისმაც გვაჩვენა, რომ ასეთი ზრდის მიღწევა იოლი არ არის და საკმაო დრო დაგვჭირდება. ბევრი ქვეყანა ინატრებს ამ ნიშნულზე ავიდეს. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ შედარებით მალე დავუბრუნდებით ზრდის იგივე ტემპს. ჩვენზე პროგნოზები საკმაოდ პოზიტიურია. ეს ერთიმხრივ, განპირობებულია იმით, რომ ბოლო წლების მაჩვენებლები საკმაოდ მყარი იყო და ქვეყანამ ეკონომიკური კუთხით არაერთხელ გამოიჩინა მდგრადობა. შეგახსენებთ, შარშან ზაფხულში გვქონდა გამოწვევა, როდესაც ფრენები შეწყდა, თუმცა საკმაოდ მალევე მოხდა აღდგენა და წელი დამთავრდა საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით. შესაბამისად, ამ ფაქტზე დაყრდნობით, ასევე იმის გათვალისწინებით როგორ გავიარეთ COVID-19-თან დაკავშირებული კრიზისული პერიოდი, საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი ეკონომიკური ზრდის საკმაოდ პოზიტიურ პროგნოზს აკეთებენ 2021 წლისთვის - 3-4%-ის ფარგლებში. ვიმეორებ, ეს არის ერთი - რეპუტაციის საკითხი თუ როგორ ვითარდებოდი კრიზისამდე და მეორე - საკუთრივ კრიზისის პერიოდში რა ღონისძიებები გაატარე და რამდენად ეფექტური იყავი. ამ შემთხვევაში, ორივე მაჩვენებელი, ვფიქრობ, ჩვენს სასარგებლოდ მეტყველებს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930