7-05-2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 615 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
მათ შორის 275 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 გარდაიცვალა.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 5002 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 485 ადამიანი რჩება.