გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გამოძიება: პროფესორ ბინგ ლუს მკვლელობა კორონავირუსის კვლევებთან არ არის დაკავშირებული

7-05-2020

ნულოვანი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ მკვლელობა ბინგ ლუს სამეცნიერო საქმიანობას უკავშირდება, - აცხადებენ აშშ-ის საგამოძიებო უწყებაში. ამის შესახებ BBC წერს.

გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობა "პირად ურთიერთობაში არსებულ ხანგრძლივ უთანხმოებას უკავშირდება".

აშშ-ში, ქალაქ პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ბინგ ლუ, რომელიც კორონავირუსის კვლევაში იყო ჩართული, საკუთარ სახლში მოკლული 6 მაისს იპოვეს. ლუს სახლთან, მანქანაში პროფესორის ნაცნობის ცხედარი აღმოაჩინეს. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ კაცმა ლუს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები თავისა და კისრის არეში მიაყენა, შემდეგ კი ბინიდან გავიდა, მანქანაში ჩაჯდა და თავი მოიკლა.

მსოფლიო პრესამ პროფესორის მკვლელობა მის სამეცნიერო საქმიანობას დაუკავშირა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930