7-05-2020
„სახურავზე მორბენალი დიდი რეფორმატორის ხელწერით დატოვებულ საქმეებს კიდევ ერთი ახალი საქმე შეემატა, რაზეც ისევ ჩვენი ქვეყანა და სახელმწიფო აგებს პასუხს! - წერს იურისტი თამთა მეგრელიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
„დღეს 2020 წლის 7 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – „მეგრელიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ – გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დააკმაყოფილა მომჩივნის პრეტენზიები 2007 წელს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) მიერ მისთვის ნარკოტიკების „ჩადების“ თაობაზე“ - წერს თამთა მეგრელიშვილი და იმედოვნებს, რომ ოჯახების გაუბედურების მანკიერი პრაქტიკა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში აღარასოდეს დაბრუნდება!
„სახურავზე მორბენალი დიდი რეფორმატორის ხელწერით დატოვებულ საქმეებს კიდევ ერთი ახალი საქმე შეემატა რაზეც ისევ ჩვენი ქვეყანა და სახელმწიფო აგებს პასუხს!
2007 წლის 3 ივლისს, ნარკოტიკების ფლობის საფუძველზე, მომჩივანი მანქანით გადაადგილებისას სოდ-ის თანამშრომლებმა გააჩერეს, გაჩხრიკეს და როგორც შარვლის ჯიბიდან, ისე მანქანიდან ნარკოტიკული საშუალებები ამოუღეს, რასაც მომჩივანი აპროტესტებდა და ამტკიცებდა, რომ მას ნარკოტიკები არ ჰქონია.
იმავე დღეს, მომჩივნის დაკავებისა და ჩხრეკის პარალელურად, სოდ-ის თანამშრომლები, მერაბ მეგრელიშვილის მეუღლის, სიდედრისა და ორი მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, რამდენიმე საათის განმავლობაში ჩხრეკდნენ მის ბინასა და ავტოფარეხს, სადაც დამატებით იპოვეს ნარკოტიკული საშუალებები (სახლის აივანსა და ავტოფარეხში).
ჩხრეკის ოქმები ადასტურებს, რომ მომჩივანსა და მისი ოჯახის წევრებს არ მისცეს საშუალება, ჩხრეკას დასწრებოდნენ მომჩივნის ადვოკატი ან დამოუკიდებელი მოწმეები. მომჩივანმა და მისი ოჯახის წევრებმა უარი განაცხადეს ჩხრეკის ოქმების ხელმოწერაზე და აღნიშნეს, რომ ნარკოტიკები „ჩაუდეს“ სოდ-ის თანამშრომლებმა.
დღეს 2020 წლის 7 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სწორედ ამ საქმეზე – „მეგრელიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ – გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დააკმაყოფილა მომჩივნის პრეტენზიები 2007 წელს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) მიერ მისთვის ნარკოტიკების „ჩადების“ თაობაზე.
იმედია ოჯახების გაუბედურების მანკიერი პრაქტიკა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში აღარასოდეს დაბრუნდება!
ეს და სხვა მრავალი სამარცხვინო თუ უკვე გამოუსწორებელი ქეისი ჩვენს ქვეყანას მძიმე მორალურ და მატერიალურ ტვირთად აწვება!" - წერს თამთა მეგრელიშვილი.