7-05-2020
"მე გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ ილჰამ ალიევის საკითხი საერთაშორისო ფორმატში, საერთაშორისო არენაზე დადგეს"-ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დავით-გარეჯის მონასტერთან განაცხადა, საიდანაც ქართველ ხალხს გიორგობის დღესასწაული მიულოცა.
შალვა ნათელაშვილის განცხადებით, დავით-გარეჯი თავიდან ბოლომდე ქართული ძეგლია და ვერსიას, რომ ის ალბანური წარმომავლობისაა არსებობის უფლება არ აქვს.
ამის დასტურად ნათელაშვილმა ისტორიული მაგალითები მოიყვანა და აზერბაიჯანის დღევანდელი ხელისუფლება ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებში დაადანაშაულა.
"ის (ჰეიდარ ალიევი რედ.) არის ჩვეულებრივი დიქტატორი, რომელიც არ მიდის ხელისუფლებიდან და რომელმაც, თავისი მეუღლე ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა. ეს რომელიმე დიქტატორს გაუკეთებია, რომ თავისი ცოლი დაენიშნოს მოადგილედ? აღვირახსნილი დიქტატორები ვიცით ისტორიიდან ხომ? ეს ერთადერთი და საოცარი გამონაკლისია. ამიტომ, ის ქონება, რომელიც აზერბაიჯანელი ხალხისაა და რომელსაც ეზიდებიან ასევე ოფშორებსა და უცხოეთის ბანკებში
საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაქრთამად, - ყველა ამ საკითხს მე ბოლომდე გავამწვავებ ევროკავშირშიც, შეერთებულ შტატებშიც, მსოფლიოს საფინანსო ორგანიზაციებშიც და მე აუცილებლად ვანანებ ალიევის რეჟიმს იმ მავნებლობას, რაც ჩაიდინა ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობისა და ძმობის წინააღმდეგ"-განაცხადა ნათელაშვილმა.