გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან რატიანი: ძალიან მალე ეს აურზაური დასრულდება

8-05-2020

ჩემი განწყობა ასეთია, რომ ძალიან მალე ეს აურზაური დასრულდება. დადგება მომენტი, ამ ვირუსთან ერთად თანაცხოვრების, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

„რაც კაცობრიობა გაჩნდა, ჩვენ გარშემო იყვნენ ვირუსები, ბაქტერიები. მათთან ერთად ცხოვრობდა კაცობრიობა. ახლაც ვიცხოვრებთ ერთი მდგომარეობით, რომ ადამიანი ამ ვირუსის მიმღები შეიძლება იყოს, მაგრამ დაავადება სავარაუდოდ არ გამომჟღავნდება“, - აღნიშნა რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსი 623 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 288 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930