გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
COVID-19-ით გარდაცვლილი მეათე პაციენტი 45 წლის ქალია, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა

8-05-2020

კორონავირუსით გარდაცვლილი მეათე პაციენტი 45 წლის ქალია, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა. გორის ჰოსპიტლის ექიმების ინფორმაციით, პაციენტს ძირითად დიაგნოზთან ერთად მძიმე თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა.


პაციენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 29 მარტს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გადაიყვანეს.


„ლუგარის კვლევით ცენტრში ჩატარებული „პისიარ“ტესტირების შედეგად, მას „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. პაციენტს ასევე აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, უნივერსალური სიმსუქნე. პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც ვლინდებოდა ორმხრივი პნევმონია, მრავლობითი ინფილტრაციები ე.წ. „დაბურული მინის“ ტიპით. მოგვიანებით განვითარდა ორმხრივი სპონტანური სისხლჩაქცევა თხემ-კეფის მიდამოში (ნეიროქირურგიულად შეფასდა როგორც ინოპერაბელური). მდგომარეობა შეფასდა როგორც კრიტიკული, რის გამოც ის რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა მკურნალობას. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში მკურნალობის დღიდან იყო მძიმე, რასაც განაპირობებდა თანხმლები დაავადებები. მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლის მიხედვით. თუმცა ვირუსის შედეგად გამოწვეული სხვადასხვა დაავადებების გართულებით, ექიმების მცდელობისა და ძალისხმევის მიუხედავად, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – ნათქვამია ჰოსპიტლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930