გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოსა და ბელარუსს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი

23-03-2018

საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის, დღეს მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. დოკუმენტს ხელი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ მაკეიმ მოაწერეს.

ღონისძიება ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, დელეგაციებს შორის გაფართოებული შეხვედრის შემდგომ გაიმართა.

ხელმოწერის ცერემონიის დასრულებისას, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

აღსანიშნავია, რომ ორმხრივი შეთანხმების გაფორმებამდე, საქართველოსა და ბელარუსს შორის უვიზო მიმოსვლა მრავალმხრივი შეთანხმების საფუძველზე მოქმედებდა.

ბელარუსის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძემ ასევე ორმხრივი შეხვედრა გამართა ბელარუს კოლეგასთან. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის თაობაზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930