9-05-2020
სლოვაკეთში 10 მარტიდან კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემა წერს, რომ ქვეყანაში, სადაც 5.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის 1 455 შემთხვევაა გამოვლინილი. გარდაიცვალა 26 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 919-ს მიაღწია.
ოთხშაბათს სლოვაკეთში ყველა სავაჭრო ობიექტი, სასტუმროები, მუზეუმები და სხვა დაწესებულებები გაიხსნა.
ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.
ბოლო მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსით 4 მილიონზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული.
Covid-19-ს ჯამში 276 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა კი 1.3 მილიონს მიაღწია.
ცნობისთვის, ახალი კორონავირუსით დაინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება.