10-05-2020
„უკრაინაშიც არის ისეთი კანონმდებლობა, რომელიც არ ითვალისწინებს მისჯილი ადამიანების დასაქმებას, თუნდაც უკრაინაში არ იყოს ეს სასამართლო გადაწყვეტილება გამოტანილი. თუ ეს არის მეათეხარისხოვანი თანამდებობა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამასთან დაკავშირებით განცხადება არ უნდა გვქონდეს"- აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
"იმ ფორმატში, სადაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, არ არის მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების საკითხი, აქ არის მრავალმხრივი თემები - უსაფრთხოების, რეგიონალური თანამშრომლობის, პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ საკითხებზე საუბარი. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, ელჩიც უნდა გამოვიწვიოთ და მისი მონაწილეობით გავმართოთ კონსულტაციები, რათა თანამშრომლობის ამ ფორმატში საქართველოსა და უკრაინის პარალელური აქტივობები, ინფორმაციის ურთიერთგაცვლა იყოს შენარჩუნებული“, - განაცხადა ვოლსკიმ.