გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
ვალერი გელბახიანი: სააკაშვილი ფუფუნებისთვის ბიუჯეტიდან ასობით მილიონს ხარჯავდა; მას თუ პასუხი არ მოეთხოვა, ქვეყანაში ახალ-ახალი სააკაშვილები არ დაილევა

11-05-2020

იურისტ ვალერი გელბახიანის განცხადებით, საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სხვადასხვა მძიმე დანაშაულების გამო პასუხი უნდა აგოს.


გელბახიანი ამას გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში, 2014 წელს აცხადებდა.


"მე რომ მთავარი პროკურორის უფლებამოსილება მქონდეს, აუცილებლად დავიწყებდი გამოძიებას სააკაშვილის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის უკანონო ხარჯვაზე. კარგად გვახსოვს, სააკაშვილმა პრეზიდენტობა მეტროში სიარულით დაიწყო, ხოლო შემდეგ პირადი ფუფუნებისთვის ასობით მილიონს ხარჯავდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან!


აღარაფერს ვამბობ დარბევებზე, მკვლელობებზე, პოლიტიკურ დაპატიმრებებზე და სხვა არაერთ მძიმე დანაშაულზე, რასაც სააკაშვილის მმართველობის დროს ჰქონდა ადგილი.


აუცილებლად უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ ქვეყნის პირველ პირს პასუხი მოეთხოვა. ამას თუ არ გავაკეთებთ, ახალ-ახალი სააკაშვილები არ დაილევა ამ ქვეყანაში.


საზღვარგარეთ, დემოკრატიულ ქვეყნებში პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, სხვა მაღალი თანამდებობის პირები დაჰყავთ სასამართლოებში, პროკურატურაში და ისინი გამოძიების კითხვებს პასუხობენ" - განაცხადა გელბახიანმა.


p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930