გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან რატიანი: იმედია ჩვენი კლინიკა მალე გადავა ჩვეულ რეჟიმში

11-05-2020

იმედია ასე გაგრძელდება და ჩვენი კლინიკა მალე გადავა ჩვეულ რეჟიმში”-ამის შესახებ, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ლევან რატიანის თქმით, 24 საათში 9 გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა კლინიკა.

” განყოფილებაში არსებული ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ველოდებით ტესტირების შედეგებს.

დაახლოებით, დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება პასუხი და კლინიკას კიდევ რამდენიმე პაციენტი დატოვებს. იმედია ასე გაგრძელდება და ჩვენი კლინიკა მალე გადავა ჩვეულ რეჟიმში“, – განაცხადა რატიანმა.

ipress


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930