გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გოფოძე: ვაქცინამ ბევრი მძიმე დაავადება კონტროლირებადი გახადა

11-05-2020

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ ვაქცინის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ვაქცინამ ძალიან ბევრი მძიმე დაავადება კონტროლირებადი გახდა და ის კიდევ დიდხანს იქნება, როგორც მკურნალობის ერთ-ერთი საშუალება.

"ვაქცინაცია დაიწყო ჯერ კიდევ ლუი პასტერმა, კიდევ უფრო ადრე ედუარდ ჯენერმა, როცა პირველად აცრა ადამიანი ყვავილის საწინააღმდეგოდ, პატარა ბავშვი, რომელსაც ყვავილი აღარ დაემართა. ამის შემდგომ ვაქცინაცია თანდათან გავრცელდა, ლუი პასტერმა ცოფის საწინააღმდგო ვაქცინა შექმნა და ა.შ.

ვაქცინაცია არის ჩვეულებრივი სამედიცინო ღონისძიება, რომელიც აპრობირებულია და ახდენს ძალიან მძიმე დაავადებების პრევენციას, მათ შორის, თუ ცოფზე ვისაუბრებთ, ცოფი განუკურნებელ დაავადებად ითვლება და ერთადერთი შანსი, რომ ადამიანი გადარჩეს, ეს არის ვაქცინაცია.

ვაქცინამ ძალიან ბევრი მძიმე დაავადება გახადა პროგოზირებადი და კონტროლირებადი, ვაქცინაცია იყო, არის და კიდევ დიდხანს იქნება როგორც მკურნალობის ერთ-ერთი საშუალება", - აღნიშნა ლევან გოფოძემ.

pia


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930