გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: სულ მალე საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებას უნდა დაემატოს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი - უსაფრთხო ქვეყანა

11-05-2020

გახსნის პროცესში უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილები, არ უნდა ვიჩქაროთ, იმიტომ რომ ჩვენი გახსნის სტრატეგიის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის უკან გადახვევის შესაძლებლობა. ყოველთვის უნდა შეგვეძლოს, როგორც კი დავინახავთ, რომ რაღაც პრობლემები იქმნება, გადავახვიოთ უკან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აჭარის სასტუმრო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ბათუმში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკისთვის კრიზისი უნდა იქცეს შესაძლებლობად.

„ეს კრიზისი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის უნდა იყოს შესაძლებლობა და ამ კრიზისიდან ქართული ეკონომიკა უნდა გამოვიდეს კიდევ უფრო გაძლიერებული. ჩვენ აქ შეიძლება ზრდის და გარღვევის ისეთი მიმართულებები და წერტილები, ან სექტორები აღმოვაჩინოთ, რომელზეც ადრე საერთოდ არ გვიფიქრია და ვერც წარმოვიდგენდით. აგრეთვე, ტურიზმის გახსნის სტრატეგიამ და ეფექტურობამ სულ მალე, დაახლოებით, სადღაც აგვისტოსთვის საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებას უნდა დაუმატოს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი, რომ ეს არის უსაფრთხო ქვეყანა, რომელიც პანდემიას უმკლავდება ეფექტურად, რაც პირველ რიგში თქვენი ინტერესია, რადგან უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა, გეყოლებათ მეტი სტუმარი და გექნებათ მეტი შემოსავალი. ეკონომიკისთვის კრიზისი უნდა გახდეს შესაძლებლობა, ეს უნდა ჩავიბეჭდოთ ყველამ თავში, თითოეულმა მოქალაქემ, ეს კრიზისი ჩვენი ქვეყნისთვის უნდა გახდეს შესაძლებლობა და ტურიზმის გამკლავება ამ კრიზისთან უნდა იყოს კიდევ ერთი დამატებითი პლიუსი საქართველოს პოზიციონირებაში საერთაშორისო ბაზარზე, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყანა,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930