12-05-2020
საფრანგეთის კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული საკარანტინო რეჟიმიდან გამოსვლის სტრატეგიის კოორდინატორმა ჟან კასტექსმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ ისინი განმეორებითი იზოლაციისთვის მზად უნდა იყვნენ.
”საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ფარგლებში განმეორებითი იზოლაცია უნდა განვიხილოთ,” - წერს კასტექსი კარანტინის გაუქმების შესახებ პირველი დღის მოხსენებაში.
შეგახსნებთ, რომ დღეს, 12 მაისს საფრანგეთში საკარანტინო შეზღუდვები გაუქმდა, თუმცა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 10 ივლისამდე გაგრძელდება. დღეიდან ქვეყანაში არასასურსათო მაღაზიები და სხვადასხვა საწარმოები იხსნება, ხოლო საზოგადოებრივ ტრანსპორტში სავალდებულოა ნიღბის ტარება.