გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას ვალდებულებები თანაპარტიელებთან და რადიკალურ მხარდამჭერებთან დარჩა

13-05-2020

„უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას საკითხი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ოთხივე მოლაპარაკების დროს მართლაც გაჟღერდა, ოთხივე შემთხვევაში მათ მიიღეს მკაფიო პასუხი ჩვენგან, რომ აღნიშნული პატიმრების გათავისუფლება ვერავითარი ფორმით ვერ გახდებოდა პოლიტიკური მოლაპარაკებისა და შეთანხმების საგანი“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე საუბრისას განაცხადა.

„თქვენ მეკითხებით რატომ ითხოვენ გათავისუფლებას თუ არ ყოფილა ასეთი შეთანხმება - გპასუხობთ, ჩვენ წარმატებით დავასრულეთ ეს მოლაპარაკებები, ოპოზიციამ კი დაინახა, რომ ამ პატიმრების საკითხის შეთანხმებაში შეტანა ვერ შეძლეს. მათ დარჩათ ვალდებულებები თანაპარტიელებთან და საკუთარ რადიკალურ მხარდამჭერებთან. ამ ვალდებულებებს ვერსად გაექცეოდნენ და ამით აიხსნება მათი განცხადებები - თვითგადარჩენისთვის 8 მარტის შეხვედრის დასრულებისთანავე სასწრაფოდ გააკეთეს განცხადებები და სათავისოდ თარგმნეს შეთანხმება, რომელშიც სინამდვილეში ამ საქმეებზე და პატიმრების გათავისუფლებაზე არ წერია. ჩვენ თავიდანვე და შემდეგაც არაერთხელ ვთქვით, რომ ეს არ შედიოდა შეთანხმებაში - 8 მარტსვე გაკეთდა ჩვენი მხრიდან ამომწურავი განმარტება.

რამდენიმე მონაწილეს ვხედავ მანიპულირებენ ფრაზებით - ხშირად იმეორებენ “ამაზე იყო საუბარი” ან “ეს საკითხი იყო განხილული” - ეს არის მანიპულაცია და დემაგოგია - მიუხედავად იმისა, რომ უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას საკითხი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ოთხივე მოლაპარაკების დროს მართლაც გაჟღერდა, ოთხივე შემთხვევაში მათ მიიღეს მკაფიო პასუხი ჩვენგან, რომ აღნიშნული პატიმრების გათავისუფლება ვერავითარი ფორმით ვერ გახდებოდა პოლიტიკური მოლაპარაკებისა და შეთანხმების საგანი“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930