გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავშესაფრის სფეროში არსებული სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ შეხვედრა გაიმართა

23-03-2018

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) ოფისის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, თავშესაფრის სფეროში არსებული სახელმწიფო პოლიტიკისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა თავშესაფრის სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოვების კუთხით. 2017 წელს ძალაში შევიდა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ქმნის თავშესაფრის პროცედურის სამართლებრივ ჩარჩოს და განსაზღვრავს თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს. 

კანონი საერთაშორისო დაცვის მქონე პირებს ანიჭებს დასაქმების, განათლების მიღების, ჯანდაცვისა და სხვა ისეთ უფლებებს, რომლებიც შესაძლებელს ხდის, მათ ახალ საცხოვრებელ გარემოში დამკვიდრებასა და წარმატებულ ინტეგრაციას. 

გარდა ამისა, 2017 წელს დაფუძნდა ინტეგრაციის ცენტრი, სადაც ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები შეისწავლიან ქართულ ენას, საქართველოს ისტორიასა და კულტურას, ეცნობიან სამოქალაქო განათლებასა და საკუთარ სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებს. 

საინფორმაციო შეხვედრის მიზანს, საქართველოში არსებული თავშესაფრის სისტემის, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობისა და მათი ინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევების შესახებ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. 

შეხვედრას დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის რეგიონში იოჰანეს ფან დერ კლაუ,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სამოქალაქო სექტორისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები დაესწრნენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველის“ ორგანიზებით, მსგავსი შეხვედრები თბილისის შემდეგ რეგიონებშიც გაიმართება, რადგან საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინტეგრაციის პროგრამების წარმატებულად განხორციელებაში. 

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031