გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კორონავირუსი და მითები მწეველების შესახებ

14-05-2020

კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოებაში უამრავი მითი გაჩნდა, საზოგადოება ყოველდღიურად იღებს ახალ ინფორმაციას ვირუსის შესახებ.

ასევე საკმაოდ აქტუალურია თემა რამდენად, საშიშია მწეველებისთვის კორონავირუსი. ამ საკმაოდ აქტუალურ თემაზე ,,თბილისის ცენტრალური საავადმყოფო" ინფორმაციას ავრცელებს.

,,COVID-19 კაცობრიობისთვის ახალი დაავადებაა, რომელმაც პლანეტა მოიცვა, ადამიანების ჩვეული საქმიანობა გააჩერა და მათი ტვინი დაიპყრო პანდემიასთან დაკავშირებული ფაქტებით და მითებით. დაავადებების მიერ მიყენებული ზიანი მრავალმხრივია. ასეთი მასშტაბის მოვლენების დროს პანიკა ამძაფრებს აღქმას და აქვეითებს კრიტიკას ამ ინფორმაციის მიმართ. ადამიანები თავისებურად აღიქვამენ ინფორმაციას, მითუმეტეს თუ ის ჯანმრთელობას ეხება. სოციალურ ქსელებში ინფორმაციული ქარიშხალი არ იფილტრება და ნებისმიერ ადამიანამდე აღწევს, სამედიცინო პროფესიული ინფორმაციის შეუზღუდავ ნაკადს მოსდევს მითები და უსაფუძვლო დასკვნები.

მითებიდან ორს შეგახსენებთ: პირველი: ამბობენ, რომ, ფილტვების ქრონიკული დაავადების მქონე ყველა პაციენტი მძიმდება და კვდება, და მეორე: მწეველობა იცავს ადამიანს ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციისაგან.

მრავალ კვლევათაგან ყველაზე სარწმუნოების შედეგებმა აჩევენა, რომ:

პაციენტები ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს COVID-19-ით ინფიცირების თვალსაზრისით. SARS COV-2-ით ინფიცირებულთა შორის ქოშინი და სუნთქვის უკმარისობა, რაც ზემოაღნიშნული დაავადებების სიმპტომია, უფრო ხშირადაა გამოხატული ფქოდ-ით დაავადებულ პაციენტებში, მით უმეტეს, მასთან, ვისაც დაავადება არაა აქვს სათანადოდ გაკონტროლებული. შესაბამისად, ფქოდ-თ დაავადებულებში ჯანმრთელ ადამიანებთან შედარებით უფრო მაღალია COVID-19-ის მძიმე ფორმების პნევმონიის, სუნთქვის უკმარისობის და მძიმე რესპირატორული დისტრეს-სინდრომის განვითარების ალბათობა.

და ამ რეალობის საპასუხოდ, 2020 წლის23 მარტს, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გლობალურმა ინიციატივამ (GOLD-2020) გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი რჩევა პაციენტებისა და ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის:

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930