გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ბანკმა ციფრული ბარათი შექმნა

15-05-2020

საქართველოს ბანკმა მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტისა და უსაფრთხოების მიზნით ინოვაციური პროდუქტი- ციფრული ბარათი შექმნა.

ციფრული ბარათი, არის ფიზიკური ბარათის ალტერნატივა იმავე შესაძლებლობებით. მის მისაღებად არაა საჭირო ფილიალში მისვლა. ბარათს ინტერნეტბანკიდან წამებში შეუკვეთავ და მომენტალურად შეძლებ მის გამოყენებას. აღნიშნული სიახლით სარგებლობა მობილური აპლიკაციით - მობილბანკითაც არის შესაძლებელი.

ინოვაციური, ციფრული ბარათი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას გადაიხადოს ყველგან, გაანაღდოს თანხა საქართველოს ბანკის ბანკომატებით(Apple Pay ან TSKAPP აპლიკაციებით); განახორციელოს გადახდა როგორც სავაჭრო ობიექტებში, ასევე ინტერნეტმაღაზიებში ონლაინ შოპინგისას. ბარათის საშუალებით შესაძლებელია გადაიხადოთ მგზავრობის საფასური ტრანსპორტში. ასევე, გამოიტანოთ თანხა ბანკომატიდან, გადარიცხოთ, შეიტანოთ ან ბარათზე ჩარიცხოთ თანხა. ბარათი კონვერტაციის მარტივად განხორციელების შესაძლებლობასაც იძლევა.ინოვაციური ბარათის საშუალებით მომხმარებელი PLUS ქულებსაც აგროვებს.

ციფრული ბარათი არის მულტისავალუტო, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეუძლია იქონიოს როგორც ლარის, ასევე დოლარის და ევროს ანგარიში. ციფრული ბარათის აღებისას მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს როგორცVISA, ასევე MasterCard-ი.

„საქართველოს ბანკი მუდმივად ზრუნავს, საკუთარ მომხმარებელს კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის ინოვაციური პროდუქტები თუ სერვისები შესთავაზოს. ამჯერად ჩვენ მათ ციფრული ბარათი შევთავაზეთ, რაც მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, გადახდები კიდევ უფრო მარტივად, სწრაფად და უსაფრთხოდ განახორციელონ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენ აქტიურ რეჟიმში წარვადგენთ მომხმარებლისა თუ ბიზნესის ინტერესებზე მორგებულ სრულიად ინოვაციურ პროდუქტებს. საქართველოს ბანკი 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება, რაც დიდი პასუხისმგებლობაა და სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ოპერატიულად ვუპასუხოთ მომხმარებლის მუდმივად ცვალებად მოთხოვნებს“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930