გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზარების რეკვა, თეფშების მსხვრევა - როგორ აღნიშნავენ ახალ წელს მსოფლიოში

25-12-2017

31 დეკემბერს ახალი წლის დადგომას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვაგვარად აღნიშნავს.


თუმცა, როგორი განსხვავებულიც არ უნდა იყოს ტრადიციები ყველას სჯერა, რომ კონკრეტული ქმედება მათ მთელი წლის განმავლობაში ბედნიერებისა და წარმატების მომტანი იქნება.

ფოიერვერკები

ბევრ ქვეყანაში ახალი წლის აღნიშვნის ერთ-ერთი პოპულარული გზა საახალწლო ფოიერვერკებია.
ახალ ზელანდიის დედაქალში ხალხი გრანდიოზული ფოიერვერკების სანახავად იკრიბება. იგივე ხდება სიდნეიში, ავსტრალიაში, ტორონტოში, კანადაში, რიო დე ჟანეიროსა და ბრაზილიში, სადაც იმდენი ხალხი იყრის თავს, კოპაკაბანას სანაპიროს გადაკეტვა ხდება საჭირო.

თეფშების მსხვრევა

თუ დანიაში ყოფნისას სახლის კარებთან დამსხვრეული თეფშები იპოვეთ, არ შეგეშინდეთ. დანიელები ფიქრობენ, რომ შუაღამეს გატეხილი თეფშის ნახვა კარგ იღბალს მოასწავებს. ამიტომ, თუ ახალი წლის შეხვედრას დანიაში გადაწყვეტთ, კარგი იქნება თუ მეგობრის სახლის კარებთან თეფშებს გატეხავთ. ამით მათ ოჯახში სიხარულს შეიტანთ.

ოსპის ჭამა

ბრაზილიაში ტრადიციულად ახალ წელს ოსპს მიირთმევენ. ამით მათ სწამთ, რომ მთელი წელი ბარაქიანი და ბედნიერების მომტანი იქნება.

ნივთების ჩამოგდება

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში უამრავი ხალხი თაიმს სკვერში იკრიბება, რათა შუაღამეს ნივთები ჩამოყარონ. მთავარი კულმინაცია კაშკაშა ბურთის დაშვებაა, რომელიც ახალი წლის შემოსვლას მოასწავებს.

ეს ტრადიცია ამერიკის სხვა ქალაქებშიც გავრცელდა და ახალი წლის ღამეს ისინი მათ მიერ შექმნილ სიმბოლოებს აგდებენ ძირს.

ინდიანას შტატში კი ხალხი სიმაღლიდან საზამთროებს ყრის.

მეგობრებთან სტუმრობა

შოტლანდიელები ერთმანეთთან სტუმრობას იბედებენ. ახალი წლის ღამეს თუ შოტლანდიელი მეგობრის მონახულებას გადაწყვეტთ თან საჩუქრების ჩუქებაც არ იქნებოდა ურიგო.

ბედის წინასწარმეტყველება ლითონით

არ გირჩევთ ამის სახლში მარტო გაკეთებას!

ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის ფინეთში ლითონს დნობის ტრადიცია არსებობს, რომელსაც შემდეგ ცივ წყალში აგდებენ. ლითონი გაგრილების პროცესში ფორმას ღებულობს. ამ დროს ადამიანები ცდილობენ ლითონის მიერ მიღებული ფორმით ადამიანებს მომავალი უწინასწარმეტყველონ. მაგალითად, თუ ქვამ ყვავილის ფორმა მიიღო, ეს იმას შეიძლება ნიშნავდეს, რომ მათ უცნობი თაყვანისცმემელი ჰყავდეს.

ყურძნის ჭამა

როდესაც საათი 12 დაჰკრავს, ესპანეთში ადამიანებს ყურძნის ხელში იპოვით. ამით ესპანელებს სწამთ, რომ ეს მათ 12 წარმატებულ თვეს მოუტანს.

დათვის კოსტუმში გამოწყობა

რუმინეთში რუმინელები დათვის კოსტიუმებში გამოეწყობიან, რათა ბოროტი სულები განდევნონ. რუმინელებს სჯერათ, რომ დათვებს განსაკუთრებული ძალა გააჩნიათ, რათა ადამიანები უარყოფითი აურისგან დაიცვან.

ზარების რეკვა

ქვეყნებში იაპონია და სამხრეთ კორეა ახალი წლის აღსანიშნავად ზარებს რეკავენ. იაპონიაში ეს ზარი 108 ჯერ ირეკება.

ავეჯის გადაგდება

იოჰანსბურგში, ადამიანებს ახალ წელთან შეხვედრა არასასურველი ავეჯის თავიდან მოშორებით უყვართ. ამიტომ, ახალ წელს ისინი ასეთ ნივთებს იშორებენ. ამას ისინი ავეჯის პირდაპირ ფანჯრიდან გადაგდებით აკეთებენ.

ცარიელი ჩემოდნით სიარული

სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში შენ შეგიძლია გადაეყარო ადამიანებს, რომლებიც ახალი წლის დღეებში ცარიელი ჩემოდნებით სეირნობენ. ზოგიერთებს სჯერათ, რომ "ჩემოდნით სეირნობის" შემდეგ მათ თავგადასვლებით სავსე წელი ექნებათ.
წყარო: "ქუთაისიპოსტი"

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031