გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რიკოთის უღელტეხილზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

23-03-2018

შინაგან საქმეთა სამინისტრო, რიკოთის უღელტეხილზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, განცხადებას ავრცელებს.


განცხადებას, საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE უცვლელად გთავაზობთ:


"23 მარტს, საღამოს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 150-ე კილომეტრზე, თხევადი გაზის გადამტანი ავტოცისტერნა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, გადაბრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგადმძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.


საპატრულო პოლიციამ, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომანქანებით გადაადგილება დროებით აკრძალა. გზის გახსნამდე მძღოლები ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერე-გომის საავტომობილოგზით იმოძრავებენ.


ამ დროისთვის, ხანძრის ქრობის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.


გამოძიება მიმდინარეობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით"-აცხადებენ შსს-ში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30