გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინააღმდეგ საიას სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა

18-05-2020

საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კონსტიტუციური სარჩელი. აღნიშნული სარჩელით საია მთავრობის იმ დადგენილების გაუქმებას მოითხოვდა, რომლითაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საჯარო განხილვების ჩატარება, საგანგებო მდგომარეობის გამო, დროებით შეიზღუდა. სასამართლომ დააფიქსირა, რომ სარჩელი დაუსაბუთებელია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, სასამართლომ მოსარჩელე მხარეს განუმარტა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა შესაძლოა განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, საკუთარი პოზიციის წერილობით ან/და სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით წარდგენის გზით.

„მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი ნებართვის გაცემის დროს არ დარღვეულა საჯაროობის და გამჭვირვალობის პრინციპი და მხოლოდ საზოგადოების ჩართულობის ფორმა შეიცვალა პანდემიით შექმნილ ვითარებაში ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს მთავრობას უჩივლა საჯაროგანხილვებისჩატარების და საზოგადოების თავშეყრის დროებითშეზღუდვის გამო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის სამწუხარო და მიუღებელია მსგავსი დაუსაბუთებელი ბრალდებები როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ისე გარემოსდამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. სამწუხარო და მიუღებელია მათ მიერ უსამართლო და ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელება მედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით. გარემოს დაცვის სფეროში არაერთი მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმის უმთავრესი მიზანი, ევროპული სტანდარტების დამკვიდრება, საზოგადოების ჩართულობის გაზრდა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა”, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, პანდემიით შექმნილი საგანგებო ვითარების მიუხედავად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და შესაბამისი სამსახურების ძალისხმევით, გარკვეული მიმართულებების ეკონომიკური საქმიანობები და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება არ შეფერხებულა. შესაბამისად, მუშაობა გრძელდება აღნიშნული საქმიანობებისა და პროექტებისთვის ნებართვების გაცემის მიმართულებითაც, რომელსაც, რიგ შემთხვევებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს.

„პანდემიის დროს სოციალური დისტანციის დაცვის აუცილებლობის პირობებში, ვერ ხერხდება საჯარო განხილვების ჩატარება, შესაბამისად, დაინტერესებული საზოგადოებისათვის დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაციისმიწოდებისმიზნით, სამინისტრო მის ხელთ არსებულ ყველა სხვა საშუალებას იყენებს. მათ შორის, სამინისტროში წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან ერთად, სამინისტროს ვებგვერდზე დამატებით ატვირთულია საზოგადოებისთვის გასაგებ ენაზე შედგენილი მოკლე პრეზენტაციია, რომელიც ეგზავნება შესაბამის მუნიციპალიტეტებსაც და ხელმისაწვდომია საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენლისთვის, როგორც ელექტრონულად, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, მატერიალური ფორმით. ამასთანავე, ინფორმაციის განთავსება ხდება შესაბამის მუნიციპალიტეტებში სასურსათო მაღაზიებთან, სააფთიაქო ქსელებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან. აღნიშნულ პერიოდში, აღნიშნული სქემით მუშაობის პირობებში, სამინისტრომ საზოგადოების წარმომადგენლების არაერთი კონკრეტული შენიშვნა/მოსაზრება გაითვალისწინა გადაწყვეტილების მიღების დროს”, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930