გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეცნიერებმა COVID-19-ის ანალოგი შექმნეს

18-05-2020

მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა, რომლებიც გენეტიკოსებისგან შედგება, COVID-19-ის ანუ SARS-CoV-2-ის ანალოგი შექმნა.

აღინიშნება, რომ ხელოვნურად შექმნილ ვირუსს იგივე თვისებები აქვს, რაც SARS-CoV-2-ს. ასე რომ, იგი შეიძლება კორონავირუსის მედიკამენტის შექმნისას წარმატებით იქნას გამოყენებული თაგვებზე ცდებისას.

მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათ ნიმუშად მიიღეს ვირუსის ისეთი შტამი, რომელიც კორონავირუსით დაავადებული პირველი რეგისტრირებული პაციენტის ნაცხისგან გამოიყო.

ნაშრომის ავტორების თქმით, ხელოვნურად შექმნილი ვირუსი ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031