გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გოფოძე: ბოლო 2 დღეა კლინიკაში კოვიდინფიცირებული პაციენტი არ მიგვიღია

18-05-2020

"ბოლო 2 დღეა კლინიკაში კოვიდინფიცირებული პაციენტი არ მიგვიღია", - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, ექიმმა ლევან გოფოძემ განაცხადა.

გოფოძის თქმით, კლინიკაში მყოფი 63 პაციენტიდან 43 კოვიდინფიცირებულია. მისივე ინფორმაციით, დღეს კლინიკას კორონავირუსისგან განკურნებული კიდევ 1 პაციენტი დატოვებს.

"დღეს კიდევ ერთ პაციენტს გავუშვებთ, ზედიზედ 2 ტესტზე ნეგატიური პასუხები მოვიდა და ასეთი პაციენტები ტოვებენ კლინიკას გამოჯანმრთელებულის სტატუსით. კიდევ 6 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ბოლო 2 დღეა კლინიკაში კოვიდინფიცირებული პაციენტი არ მიგვიღია. ბოლოს ვინც მივიღეთ იყო ბოლნისის კლასტერიდან. 1 მძიმე პაციენტი გვყავს, პაციენტს ორმხრივი პნევმონია აქვს, ასაკოვანია და მართვით სუნთქვაზეა. კოვიდინფიცირებულია. ამ პაციენტში ბოლო 2 დღეა სტაბილიზაციის ნიშნები იკვეთება, რაც გარკვეულ იმედებს გვიტოვებს, მაგრამ ჯერჯერობით ამას დაბეჯითებით ვერ ვიტყვით", - აღნიშნა გოფოძემ.

პია

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930