გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებელი სამუშაოები მიმდინარეობს

18-05-2020

ქალაქ კასპში კელაპტრიშვილის ქუჩის საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება, რომელიც ადგილზე მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტატანაშვილმა და მისმა მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა დაათვალიერეს.

ქუჩაზე ამჟამად კიუეტების მოწყობა და გზის მოსწორება მოშანდაკება ანუ ასფალტის დაგების წინა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნული ქუჩა 2018 წელს მოასფალტებული გრიშაშვილის ქუჩის გაგრძელებაა და იგოეთი-კასპი-ახალქალაქის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას უერთდება. ქუჩაზე 2018-2019 წლებში მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები - სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემები.

პროექტი ითვალისწინებს 1068 გრძივ მეტრზე, ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, რ/კბეტონის ღარების,ეზოში შეასვლელების, გზასთან მისასვლელების და საგზაო ნიშნების მოწყობას. გზა ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

სამუშაოებს ელექტრონულ ტენდრში გამარჯვებული შპს „დინ გრუპი“ ახორციელებს და ფინანსდება რეგიონალური განვითარების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930