გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თორნიკე რიჟვაძე: არცერთი საინვესტიციო წინადადება თაროზე არ უნდა შემოიდოს

18-05-2020

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სამინისტროებში ხელმძღვანელ პირებთან, საქვეუწყებო დაწესებულების და დეპარტამენტის უფროსებთან შეხვდა გამართა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პოსტკრიზისულ ეტაპზე ეკონომიკური სტიმულირებისა და ტურიზმის ინდუსტრიის ხელშეწობის გეგმებზე, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ სტრატეგიაზე და საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობაზე.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს საქართველოს მთავრობის მიერ დარგობრივად ამოქმედებული ანტიკრიზისული გეგმების განხორციელების შესახებ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან სამინისტროებს მიეცათ დავალებები. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით ჯანდაცვის სფეროს დიდი დატვირთვა ჰქონდა პანდემიის პერიოდში, რასაც წარმატებით გაერთვა თავი. მიმდინარე ეტაპზე საჭიროა ინფექციის კონტროლი და შედეგების შენარჩუნება. ჯანდაცვის სამინისტროს მოახლოებულ ტურიზმის სეზონთან დაკავშირებით დაევალა ეპიდემიოლოგების მაქსიმალური ჩართვა ზაფხულის სეზონის უსაფრთხოდ წარმართვის მიზნით. წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვა. დასაქმების სააგენტოს კი დაევალა მოსახლეობის ინფორმირება კომპენსაციის მისაღებად საჭირო პროცედურების შესახებ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიეცა დავალება უზრუნველყოს ბიზნესთნ კომუნიკაციის გაუმჯობესება, საინვესტიციო წინადადებების მაქსიმალურად მოკლე ვადებში განხილვა და რეაგირება, საპრივატიზაციო ნუსხის განახლება და ბიზნესისთვის შეთავაზება. სამინისტრო უზრუნველხოფს მიმდინარე და დაგეგმილი სახელმწიფო ინფრასტრუქტურული და კერძო საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობას.

თორნიკე რიჟვაძემ შეაჯამა აჭარის მთავრობის მიერ ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩატარებული სამუშაოების ეფექტურობა. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს სტანდარტები და სამოქმედო გეგმა, რომელთა შესრულება და დაცვა სავალდებულო იქნება „მწვანე ზონებად“ განსაზღვრული ტურისტული ლოკაციებისთვის.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვედრისას განიხილეს საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობა, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზიზული გეგმის განხორციელბაში სამინისტროს ჩართულობა. აჭარის საგანგებო ბიუჯეტის ფარგლებში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სახნავ-სათესი ფართოების უფასოდ დამუშავების გარდა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და აგროსერვის ცენტრი უზრუნველყობს ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით მოსახლეობის მაქსიმალურ ინფორმირებას და ექსტენციის განხორციელებას.

ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით ტურიზმის დეპარტამენტს და განათლების სამინისტროს დაევალა მუზეუმების, ტურისტული ობიექტების დროული ადაპტირება, სასკოლო ინფრასტრუქტურული სამუშაოების განახლება.

მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სფეროს თითოეულ თანამშრომელს, საზოგადოებრივი ჯანდაცვას, პედაგოგებს და პროფესორ მასწავლებლებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს არსებული კრიზისის დაძლევაში. აღსანიშნავია ახალგაზრდული რეგიონული ცენტრის ახალგაზრდების წვლილი, რომელთა მოხალისეობრივმა აქტივობამ ევროპის რეგიონთა ასამბლეის და ხმელთაშუა ზღვის კავშირის ქვეყნების აღიარება მოიპოვეს ევროპაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930