გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანა ფოტიგა: საქართველოში კოვიდ-19-თან ბრძოლის კუთხით მიღწეული კარგი შედეგი ნაწილობრივ ევროკავშირის დახმარების შედეგიცაა და ეს ასე უნდა გაგრძელდეს

19-05-2020

"მოვუწოდებ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, განაგრძოს საქართველოს ფინანსური, ტექნიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა. მინდა ვაღიარო ის კარგი შედეგები, რომელიც საქართველოს აქვს კოვიდ-19-ის ბრძოლის კუთხით, რაც ნაწილობრივ ევროკავშირის დახმარების შედეგიცაა და ეს ასე უნდა გაგრძელდეს" - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო უკიდურესად მნიშვნელოვანი პარტნიორია.
"საქართველო უკიდურესად მნიშვნელოვანი პარტნიორია. ამიტომაა, რომ არსებობს ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებს შორის თითქმის სრული მხარდაჭერა საქართველოსადმი მიუხედავად მთავრობებისა - განაცხადა ანა ფოტიგამ.
როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყნა კვლავ ოკუპაციის ქვეშაა, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტს შეთანხმება არ სრულდება, და ყოველდღიურად ადგილი აქვს ბორდერიზაციის პროცესს.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930