გაიგე განსხვავებული

კვირა, აპრილი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე პატრიარქს აღსაყდრებიდან 40 წლისთავს ულოცავს

25-12-2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს აღსაყდრებიდან 40 წლისთავს ულოცავს.
როგორც კობახიძის განცხადებაშია ნათქვამი, უწმინდესი ილია მეორე ქართველ ხალხს სწორედ მაშინ მოევლინა, როდესაც ერს სულიერების გასაძლიერებლად გამორჩეული წინამძღოლი სჭირდებოდა. 

„უწმინდესო და უნეტარესო, გილოცავთ აღსაყდრებიდან 40 წლისთავს! ვულოცავ სრულიად საქართველოს, საქართველოს მოსახლეობას, ვისთვისაც მთელი ცხოვრების მანძილზე სიყვარულით, დაუღალავად იღწვით!
თქვენ ქართველ ხალხს სწორედ მაშინ მოევლინეთ, როდესაც მას სულიერების გასაძლიერებლად გამორჩეული წინამძღოლი სჭირდებოდა. თქვენი დამსახურებით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო ავტოკეფალიის აღდგენის საერთაშორისო აღიარება, აღდგა ეკლესია-მონასტრები და ქართველი ხალხი შემობრუნდა რწმენისა და ეკლესიისკენ. 40 წლის მანძილზე, თქვენი ლოცვა და მოღვაწეობა ყოველდღიურად აძლიერებს ჩვენს ხალხს და სამშობლოს.
გვაქვს უდიდესი პატივი, რომ თქვენი თანამედროვენი ვართ.
თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს პარლამენტის სახელით, გულითადად გილოცავთ აღსაყდრებიდან 40 წლისთავს! ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას გისურვებთ უფლის სადიდებლად და საქართველოს საკეთილდღეოდ!“- ნათქვამია კობახიძის განცხადებაში. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930