გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანი: ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლა დასრულებულია

21-05-2020

ხვალიდან აღარ იქნება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი, თუმცა იქნება გარკვეული შეზღუდვები, რაც აუცილებელია, რომ უზრუნველვყოთ ქვეყანაში Covid-19-ის გამკლავების პროცესი. საზოგადოებას მინდა, მადლობა გადავუხადო, რომ მათ შეძლეს თვეების განმავლობაში მაქსიმალურად დაეცვათ დაწესებული შეზღუდვები და რეკომენდაციები. იყო ცალკეული გამონაკლისები, თუმცა საერთო ჯამში, სახელმწიფომ, ხელისუფლებამ, პოლიტიკურმა გუნდმა და საზოგადოებამ შევძელით Covid-19-ის შეჩერება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლა დასრულებულია,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, იმ შეზღუდვების პერიოდი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის შემდეგ დარჩება ძალაში ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული.

„მოგვიწევს ახალ რეალობაში ცხოვრება, რამაც უნდა მოგვცეს საშუალება, რომ ვადაპტირდეთ ამ რეალობაში. არის შეზღუდვები ისეთი, როგორიცაა სოციალური დისტანცია, არის ახალი რეგულაციები, რომლებიც დაკავშირებულია კონკრეტული ბიზნესების წარმოებისათვის, სპეციალური რეგულაციების დაცვა, თუნდაც მაგალითისთვის პირბადეები, სპეციალური სამუშაო წესები და ა.შ. ასევე, ვფიქრობთ, მაქსიმალურად შევზღუდოთ ის პერიოდი რა პერიოდიც დაგვჭირდება იმისთვის, რომ შეზღუდვები დარჩეს ძალაში, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე,“- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930