გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
შალვა ნათელაშვილი 2012 წელს: სააკაშვილი მსოფლიოში ყველაზე კორუმპირებული პოლიტიკოსია, ვანო მერაბიშვილი კი "ჟულიკი"

22-05-2020

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში,რომელიც 2012 წლის 12 მარტს გამოქვეყნდა, მიხეილ სააკაშვილს მსოფლიოში ყველაზე კორუმპირებულ პოლიტიკოსს, ვანო მერაბიშვილს კი "ჟულიკს" უწოდებდა:


"სააკაშვილს 800 მილიონი დოლარი მხოლოდ მოგზაურობებში, ღამის კლუბებსა და კაზინოებში გართობაზე აქვს დახარჯული! აღარაფერს ვამბობ მის სასახლეებზე, უცხოეთში გახსნილ საიდუმლო ანგარიშებზე, მისი ოჯახის უზარმაზარ ბიზნესებზე და ასე შემდეგ" - განაცხადა ნათელაშვილმა ინტერვიუში.


ლეიბორისტული პარტიის ლიდერი არ ეთანხმება აგრეთვე მიხეილ სააკაშვილის მიერ თავის დროზე გაკეთებულ შეფასებას, რომ ვანო მერაბიშვილს თანამდებობაზე ყოფნის დროს ქონება არ დაუგროვებია და ის "გაღლეტილია".


"ვანო მერაბიშვილი გაღლეტილი კი არა "ჟულიკია"! ის არის სააკაშვილის კორუმპირებული რეჟიმის მთავარი ბიზნესმენეჯერი. ვანო მერაბიშვილი მილიარდელი გახდა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ! ისევე, როგორც ზურაბ ადეიშვილი! ამიხსნას ვინმემ, როგორ სწავლობს "ღატაკი" ადეიშვილის შვილი კემბრიჯში, სადაც წლიური გადასახადი 100 ათასი გირვანქა სტერლინგია?


თქვან ვანო მერაბიშვილმა და ადეიშვილმა, რამდენი სასახლე აქვთ უცხოეთში, ადგილობრივი მოქალაქეების სახელზე გაფორმებული? ისე, ობიექტურობისთვის, ამათ არც ოპოზიციის ლიდერები ჩამორჩებიან - ბევრ მათგანს მენჰეტენიდან დაწყებული შვეიცარიამდე, შესანიშნავი სასახლეები და ვილები აქვთ"-განაცხადა ნათელაშვილმა.


p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო "newspress.ge"-ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930