გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 24, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უკრაინაში წლის მთავარ თეატრალურ დაჯილდოებაზე "ხანუმა" სამ საუკეთესო ნომინანტს შორისაა

25-03-2018

ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორ ირაკლი გოგიას მიერ უკრაინაში დადგმული სპექტაკლი “ხანუმა” ტრიუმფატორია.

უკრაინაში წლის მთავარ თეატრალურ დაჯილდოვებაზე ქართველი რეჟისორის ნამუშევარი სამ საუკეთესო ნომინანტს შორის მოხვდა.


უკვე გამოვლენილია საუკეთესო ნომინატთა სამეული, მათ შორის ირაკლი გოგიას “ხანუმა”. რეჟისორის მიერ კიევის ნაციონალური ოპერეტისა და მიუზიკლის თეატრში დადგმული სპექტაკლი “ხანუმა”, რომლის კომპოზიტორიც გია ყანჩელი, ხოლო ქორეოგრაფი გია მარღანიაა, ნომინირებულია წლის საუკეთესო სპექტაკლის ნომინაციაზე. წლის საუკეთესო სცენოგრაფის ტიტულის მოსაპოვებლად კი ამავე სპექტაკლით ახმეტელის თეატრის მხატვარი მარიკა კვაჭაძე იბრძოლებს.


უკრაინელი მსახიობი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის მსახიობი ანნა დობნაია ასევე ირაკლი გოგიას სპექტაკლიდან ”ხანუმა” არის წარდგენილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031