23-05-2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 728 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
მათ შორის 509 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 გარდაიცვალა.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 3259 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 323 ადამიანი რჩება.