გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რომელი პოპულარული შოუ დაიხურა “რუსთავი 2”-ზე – რა განმარტებას აკეთებს გადაცემის პროდუსერი

26-05-2020

“რუსთავი 2”-ზე გასულ კვირას ახალი გადაცემა “ღამის კურიერი ირაკლი იმნაიშვილთან” ერთად დაიწყო, რის გამოც არხზე სატელევიზიო ბადეს ცვლილებები შეეხო.

 

იმნაიშვილის გადაცემის გამო, “ნიკა არაბიძის შოუ” ეთერში პარასკევის ნაცვლად ოთხშაბათს გავა.

 

“პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა, რომ დაიხურა გადაცემა “გვიანი შოუ”, რომლის წამყვანებიც ამიკო ჩოხარაძე და სოფო გორდაძე არიან.

 

რა გახდა გადაცემის დახურვის მიზეზი, ამის გასარკვევად, გადაცემის პროდუსერს ალეკო მალხაზიშვილს დავუკავშირდით.



– ალეკო, რატომ დაიხურა “გვიანი შოუ”?

 

– რადგან პოლიტიკურად აქტიური წელია 2020 წელი, ნიკა არაბიძის შოუ, პარასკევის ნაცვლად ოთხშაბათს გავა ეთერში.

 

მის ნაცვლად კვირის ბოლოს ეთერი პოლიტიკურ გადაცემას დაეთმობა. “გვიანი შოუ” ოთხშაბათობით გადიოდა ეთერში, ამიტომ ამ ეტაპზე შეჩერდა ეს გადაცემა და შესაძლოა სექტემბრიდან გავაგრძელოთ.

 

ასევე ვმუშაობთ ახალ პროექტზე და შესაძლოა “გვიან შოუსთან” მოხდეს მისი ინტეგრირება.

 

– გადაცემის წამყვანები სოფო გორდაძე და ამიკო ჩოხარაძე რჩებიან თქვენს თანამშრომლებად?

 

– კი, ისინი ჩვენი თანამშრომლები არიან. ამიკო ახალ პროექტშიც გათვალისწინებულია.

პრაიმტაიმი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930