27-05-2020
მთები, ლაშქრობა და ღვინო: საქართველო ივლისში საერთაშორისო ტურიზმის გახსნას გეგმავს, - ამ სათაურით აქვეყნებს Lonely Planet სტატიას საქართველოს შესახებ.
"საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ შიდა ტურიზმი შეიძლება განახლდეს 15 ივნისიდან, ხოლო საზღვრები უცხოელი ტურისტებისთვის შესაძლოა, 1-ელ ივლისს გაიხსნას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ამ თვეში განაცხადა, რომ "საქართველო განაახლებს შიდა ტურიზმს 15 ივნისიდან და მიიღებს საერთაშორისო ტურისტებს 1-ელი ივლისიდან", ხოლო საბიუჯეტო ავიაკომპანიები Ryanair და Wizz Air განაახლებენ ფრენებს რეგიონის გარკვეულ ქვეყნებში, მათ შორის ბალტიისპირეთის, უნგრეთის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მიმართულებით, რაზეც ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
სანამ საქართველო კორონავირუსის გამო ჩაიკეტებოდა, ტურისტების რაოდენობამ პიკს მიაღწია და 9 მილიონს გადააჭარბა 2019 წლის განმავლობაში. თბილისი Tbilisi Hack Free Tours-ის დამფუძნებელმა ანა დევიატამ Lონელყ Pლანეტ-ს განუცხადა, რომ ტურისტებს საქართველოში იზიდავდა "ცნობილი ეროვნული სამზარეულო, ლამაზი მთები, უძველესი ქალაქები მდიდარი კულტურითა და ისტორიით, ღვინის მრავალფეროვნება და თავად ღვინის დამზადებისა და დალევის ტრადიცია, მისაღები ფასები და რა თქმა უნდა, წარმოუდგენლად სტუმართმოყვარე ხალხი".
ქვეყნის საზღვრების გახსნისკენ გადადგმულ ნაბიჯს მიესალმნენ ადგილობრივი ტურისტული კომპანიები, რომლებიც მომსწრე გახდნენ, როგორ დაეცა ჯავშნების რაოდენობა ერთ ღამეში. გრიგოლ ფაღავა, Lonely Planet-ს მეპატრონე ამბობს, რომ "ჩვენ ექსპონენციალურ წარმატებას მივაღწიეთ 2020 წლის მარტის დასაწყისში. აქამდე ამდენი დაჯავშნა არასდროს გვქონია წელიწადის ამ დროს, მაგრამ 17 მარტიდან ყველაფერი შეიცვალა. მოთხოვნა ახალ ჯავშნებზე შეწყდა ორი დღის განმავლობაში. ეს მოხდა ძალიან სწრაფად, 100-დან 0-მდე".
საქართველოს სწრაფი ჩაკეტვა შეიძლება წარმატებულადაც ჩაითვალოს. ჯერჯერობით, მცირე კავკასიის ხალხმა მხოლოდ ოფიციალურად დაადასტურა ინფიცირების 731 შემთხვევა და 12 დაღუპული მოსახლეობაში, რომელიც დაახლოებით ოთხ მილიონს შეადგენს.
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა იმედოვნებს, რომ დაასახელებს საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყანსა COVID-19-თან დაკავშირებით ქვეყნის აშკარა წარმატების საფუძველზე. ბოლო პრესკონფერენციაზე კი განაცხადა, რომ: "მანამდე მსოფლი იცნობდა საქართველოს, როგორც მასპინძლობის უძველესი ტრადიციის მქონე ქვეყანას, ახლა კი გაიცნობენ, როგორც უსაფრთხო ტურისტული დანიშნულების ადგილს. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ახალი კონკურენტული უპირატესობა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ შეიძინა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში".
მოგზაურები, რომლებიც ცდილობენ, გაერიდონ დანარჩენ მსოფლიოს, შეეძლებათ უამრავი შესაძლებლობის პოვნა საქართველოს უკვე იზოლირებულ მთებში მსოფლიო მასშტაბის პანდემიისგან თავის დასახსნელად. „Budget Georgia“-ს მეპატრონე გრიგოლ ფაღავა დადებითად აღნიშნავს, რომ "სოციალური დისტანცია უფრო მარტივია შორეულ ადგილებსა და მთებში, თუმცა რისკი მაინც ყველგან არის". მის ტურისტულ კომპანიას უკვე აქვს ჯავშნები 7 ივლისიდან და მისი აზრით, ივლისისთვის საქართველოში ყველა ადგილი უსაფრთხო იქნება მოგზაურობისთვის.
ზაფხულში საქართველოს მთები ლაშქრობის მთავარ მიმართულებად მიიჩნევა, მაგრამ შორი რეგიონები, როგორებიცაა სვანეთი და თუშეთი, ტურისტული კერების გაფართოების პროცესს წლის განმავლობაში დიდხანს არიან მოწყვეტილი ექსტრემალური სიმაღლისა და ძლიერი ქარბუქების გამო.
მიუხედავად იმისა, რომ ისინი შესაძლოა, ზაფხულში იზოლირებული დასვენებისთვის იდეალური ადგილები იყოს, ტურიზმის ინდუსტრიის განახლებისთვის უნდა დაზუსტდეს, რომ სოფლის თემები და ტურიზმის სექტორში მომუშავე პირები დაცული იქნებიან COVID-19- ის შემდგომი გავრცელებისგან.
თბილისი Tbilisi Free Walking Tours-ის დამფუძნებელ ლევან გიორგაძეს სოციალური დისტანცირების ზომები გაწერილი აქვს იმ დროისთვის, როდესაც დედაქალაქში საფეხმავლო ტურები განახლდება. "ჩვენი მთავრობა და ჯანდაცვის მუშაკები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უსაფრთხო და საზღვრები გაიხსნას რაც შეიძლება მალე", - განუმარტავს გიორგაძე Lonely Planet-ს,- "უსაფრთხოებისთვის, ჩვენ ვაპირებთ რამდენიმე შეზღუდვის შემოღებას, მათ შორის, თითოეულ ტურზე მხოლოდ 10-15 ადამიანის დაშვებას, საჭიროების შემთხვევაში მიკროფონების გამოყენებას, ვიზიტორების მიერ პირბადეების გაკეთებას და ერთმანეთთან დისტანციის დაცვას".
გიორგაძე ასევე იმედოვნებს, რომ COVID-19 დროებითი გადახრა იქნება საქართველოში ტურისტების რაოდენობის გრძელვადიანი ზრდის პროცესიდან: "ვფიქრობ, პანდემია მოკლე შესვენება იყო საქართველოსთვის. ვიმედოვნებ, რომ მომავალი წლიდან ყველაფერი გამოსწორდება. საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული დანიშნულების ადგილი აღმოსავლეთ ევროპაში. საქართველო პოზიციონირებს, როგორც ალტერნატიული ტურისტული დანიშნულების ადგილი, სადაც შეგიძლიათ რაღაც ახლის, მრავალფეროვნის, გარკვეულწილად ნაცნობის, მაგრამ მაინც უცხოს პოვნა დაბალ ფასად!"