გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე ოპოზიციის "ტკბილ სიბერეზე" ზრუნავს

29-05-2020

"ჩვენ გუშინწინ ვთქვით, რომ ეს იყო მასტერკლასი, დღეს იყო კიდევ უფრო მეტი, შეიძლება ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვა, საყმაწვილო შამათი, რომელიც ჩაუსვა პრემიერმინისტრმა მესამეთანრიგოსან ოპოზიციას“,- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია წარდგა.

დეპუტატი საპენსიო ფონდის შესახებ ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს მოდელი ქვეყანაში საპენსიო სისტემის ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრებას ემსახურება.

„მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ ეს არის მიუღებელი. ამ დროს, საპენსიო ფონდი არის არა ჩვენს მიერ მოგონილი, არამედ ეს არის ის, რაც მოქმედებს ყველა ცივილიზებულ და განვითარებულ ქვეყანაში. ეს არის მოდელი, რომელიც ემსახურება საქართველოში საპენსიო სისტემის ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრებას. დღეს რაც გვაქვს, ეს არ არის პენსია კლასიკური გაგებით, ეს არის ერთგვარი ასაკობრივი საარსებო შემწეობა და ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო ერთხელ და სამუდამოდ პრინციპული გადაწყვეტილება, რომ საქართველოში დაგეგმოს ნამდვილი საპენსიო სისტემა და ჩაანაცვლოს არსებული არასწორი ასაკობრივი საარსებო შემწეობა. რატომ არის ეს რეფორმა სამიზნე, გასაგებია, იმიტომ, რომ ეს არის ფუნდამენტური და ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, თუმცა, მე მოგიწოდებდით, და ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ თქვენ პირველ რიგში უნდა გაუფრთხილდეთ ამ საპენსიო რეფორმას და საპენსიო ფონდს და მოგიწოდებთ, რომ შეიტანოთ მაქსიმალურად შენატანები და გეტყვით, რატომ: თქვენ რეალურად, გაიმწარეთ ახალგაზრდობა, ჯერ ხელისუფლებაში იყავით 9 წელი და თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი დაასრულეთ სრული ფიასკოთი და სრული კრახით. რა თქმა უნდა, თქვენ ბევრ სხვას გაუმწარეთ ახალგაზრდობა და არა მარტო ახალგაზრდობა, მაგრამ თქვენც არანაკლები სიმწარე მიიღეთ, იმიტომ, რომ როდესაც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს ამთავრებ 30 %-იანი სიღარიბით, მლნ 150 ათასი ადამიანი იყო სიღარიბის ზღვარს მიღმა 2012 წელს, როდესაც ამთავრებ იმ სახელით, რომ აწამებდი პატიმრებს ციხეებში და ეს იყო თქვენი ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშან-თვისება, როდესაც თავი გამოიჩინეთ მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ ბიზნესის რეკეტით იყავით 9 წლის განმავლობაში დაკავებული და როდესაც თავი გამოიჩინეთ იმით, რომ მტერს ჩააბარეთ ჩვენი ტერიტორიების 20 %, ეს ნიშნავს რა თქმა უნდა, თქვენი ახალგაზრდობის გამწარებას. შეიტანეთ შენატანები საპენსიო ფონდში, იქნებ სიბერე მაინც გქონდეთ ტკბილი“,- მიმართა ირაკლი კობახიძემ ოპონენტებს.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930